შალვა თადუმაძე

თადუმაძე: ხასიათითაც ასეთი ადამიანი ვარ, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები

არ გეტყვით რომ მმართველ გუნდს, საადვოკატო საქმიანობას უკავშირდება - ვისაც დევნიდნენ, იმას ვიცავდი ყოველთვის. არ ვხედავ, როგორც გამოწვევას. შეიძლება ამაზე მესაუბრა უფრო არა თამამად წელიწადნახევრის უკან, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა თამამად, რომ არ ვხედავ, როგორც გამოწვევას, იმიტომ რომ არანაკლებ მნიშვნელოვან თანამდებობას ვიკავებ დღეს და პასუხისმგებელი ვარ ყველა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც წელიწადნახევრის მანძილზე ნებისმიერმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურაში მიიღო და არც ერთი გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკური ნიშნით. შეიძლება კვალიფიკაციის ნაკლებობის, არასწორი დასაბუთების, მაგრამ ჩემზე პოლიტიკურ განწყობებს გავლენა არ მოუხდენია და ეს, შეიძლება ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი დადებითი მანიშნებელია. მათ შორის, სავარაუდოდ, ინდივიდუალურ დონეზე, ბუნებრივია. ვინ ვინ და თქვენ იცით, რომ პროკურატურა პოლიტიკურ განწყობებზე არ მუშაობს. მესმის, რომ საკმაოდ სერიოზული კითხვები არის პროკურატურის ეფექტურ საქმიანობასთან დაკავშირებით, არის პრობლემები, ბუნებრივია, მაგრამ ის, რომ პროკურატურა მოქცეულია პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ასეთი შემთხვევა არ არის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ საქმიანობაშიც, მე ხასიათითაც და ზოგადად ასეთი ადამიანი ვარ, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ვიქნები

ქართული ოცნების წევრმა, ნინო გოგუაძემ მოქმედ მთავარ პროკურორსა და უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს ჰკითხა საქმიანობაში გრძნობს თუ არა თავს დამოუკიდებლად, გამომდინარე იქედან, რომ მისი საჯარო საქმიანობის დიდი ნაწილი მმართველ გუნდს უკავშირდება და მისი დამოკიდებულება მმართველი გუნდის მიმართ არის თუ არა გამოწვევა.

კომენტარები