თადუმაძე: ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე

მე მესია ხომ არ ვარ? ვერ ავიღებ ჩემ თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემ თავზე, ჩემს დიპლომზე [..] ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ასეთ ქვეყანაში დავიბადე, ასეთი განათლების სისტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. 

თქვა პარლამენტის იურიდიულ სხდომათა კომიტეტზე გენერალურმა პროკურორმა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ. მისი ბიოგრაფიის თანახმად, მან ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. თადუმაძეს ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა, მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. გარდა ამისა, თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, უმაღლეს სასწავლებელში კი ჩაბარების თარიღად 1993 წელია მიღითებული. თადუმაძის განმარტებით, ამის მიზეზი ის არის, სასწავლებელი ექსტერნად დაასრულა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები