უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ბოკერია: თადუმაძის მოსამართლეობა საზოგადოებისთვის დამატებითი შეურაცხყოფა იქნება

ბატონი თადუმაძე არათუ შეუფერებელია ამ საპატიო თანამდებობისთვის, არამედ საქმიანი თვალსაზრისით, მე არ ვეხები მის პერსონას, მისი ღირსება არის, რომ ივანიშვილის ადვოკატი იყო - მორჩა!

მიუკერძოებლობის თვალსაზრისით შალვა თადუმაძე ივანიშვილის პერსონალური თანაშემწეა, ოღონდ ამას არაფერი საერთო არ აქვს მოსამართლეობასთან, თავმჯდომარეობასთან.

ბუნებრივია სრული კატასტროფა იქნება, თუ ამ ყველაფრის შემდეგაც მმართველი გუნდი, ივანიშვილი პერსონალურად, დამატებით შეურაცხყოფას მიაყენებს ქართულ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი სასამართლოს წევრი გახდეს და მით უმეტეს თავმჯდომარე.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ტვ პირველის ეთერში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეზე.

კომენტარები