გახარია მეღვინეებს: ღვინო ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა, ხარისხზე კომპრომისი მიუღებელია

ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ღვინის ხარისხი და რეპუტაცია იწყება იმ გლეხის შრომიდან, რომელსაც მოჰყავს ყურძენი, ამიტომ ვერტიკალურად ინტეგრირებულ ჯაჭვში - მიწიდან დაწყებული საბოლოო პროდუქტამდე ძალზედ მნიშვნელოვანია რეგულირებები და თამაშის წესები. რა თქმა უნდა, ამ ხალხს სერიოზულ წვლილი შეაქვს ქვეყნის ექსპორტში. ღვინო არ არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის ნაწილი, ეს ჩვენი იდენტობის ნაწილიცაა და ხარისხიანი ღვინო არის ის, რა მიზანსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ. ყველანაირი კომპრომისი ხარისხთან დაკავშირებით მიუღებელია. ეს არის ის შეთანხმებები, რომელსაც მივაღწიეთ. ამ თამაშის წესებზე ჩვენ თითქმის შევთანხმდით თუმცა, არის გარკვეული ჩავარდნები ინსტრუმენტებში, როგორ შეიძლება ამის გაკეთება

პრესსამსახურის ინფორმაციით, ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მევენახეებთან და მეღვინეებთან შეხვედრისას გააკეთა. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები