მელია: მრჩება განცდა, რომ გიგა ბოკერია სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ენმ-ის დისკრედიტაციას

სტრატეგიულ საკითხებში ევროპულ საქართველოსთან ვთანხმდებით, არ არის აუცილებელი ჩვენ შევრიგდეთ, უბრალოდ მე მგონია, რომ უნდა მოვრიგდეთ. იმაზე უნდა მოვრიგდეთ, ჩვენს შვილებს ვუტოვებთ ტვირთად ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის თუ ამ ფუნდამენტურ, ეგზისტენციალურ პრობლემას ვაგვარებთ ჩვენ, სანამ ცოცხლები ვართ. ვინც არ მორიგდება, ეს ყველაფერი სააშკარაოზე გამოვა. 

მე რაც არ მომწონს ევროპული საქართველოს ზოგიერთ ლიდერში არის ის, რომ თითქოსდა პროვოცირებენ. თუნდაც გიგა ბოკერია, მრჩება განცდა, რომ სტრატეგიულ ამოცანად ისახავს ჩვენს დისკრედიტაციას. ამოცანად აქვს ნაციონალურ მოძრაობასთან ომი. 

ევროპული საქართველოს ბევრ წევრთან მე ვმეგობრობ... მაგრამ ცალკე აღებულ ამ ადამიანს [გიგა ბოკერიას] მე ვერაფერი გავუგე, სიმართლე გითხრათ. რა უნდა ვერ გავიგე. გასაგებია რომ გინდა აჩვენო განსხვავება მაგრამ არა იმდენად, რომ უნებლიედ დაასხა ივანიშვილის წისქვილზე წყალი… 

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ტელეკომპანია მთავარის ეთერში თქვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები