თალაკვაძე: თუ 2020 წელს უმრავლესობით ვერ მოვალთ, მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი, ქართული ოცნების ამოცანა იქნება, რაც უნდა ჰქონდეს წარმატებულ პოლიტიკურ ძალას და პარტიას, რომ მივიღოთ საკმარისი მანდატები და უმრავლესობა 2020 წლის პარლამენტში. თუ ამას ვერ შევძლებთ (ჩვენ ვენდობით ჩვენი მოქალაქეების არჩევანს და გადაწყვეტილებას) მაგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს მოგვიწევს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა და განხილვა, თუ როგორ შეიძლება კოალიცია ჩამოყალიბდეს. ვისთან და ვის შორის შეიძლება კოალიციური შეთანხმებები შედგეს, ეს არის არჩევნების შედეგებზე დამოკიდებული. უნდა დაველოდოთ 2020 წლის არჩევნების შედეგებს და მხოლოდ შემდეგ შეგვიძლია კონკრეტული გეგმები გავახმოვანოთ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პასუხობს ჟურნალისტების კითხვებს 2020 წელს კოალიციური მთავრობის შესაძლო ჩამოყალიბებაზე. თალაკვაძე არ აკონკრეტებს რომელ პარტიასთან შეიძლება ითანამშრომლოს ქართულმა ოცნებამ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები