ილია ჯიშკარიანი

ჯიშკარიანი: რაც თოდაძემ მოყვა არის ტყუილი, შავი პიარი ავტორიტეტული დეპუტატების მიმართ

ჩემი ავადმყოფობის გამო ვერ შევძელი, საზოგადოებას გავაგებინო, რა არის სიმართლე. რაც ახალგაზრდა გოგომ მოყვა, ყველაფერი არის ტყუილი, ყველაფერი არის შეთითხნილი, ეს არის შავი პიარი. მიმართული არის ავტორიტეტული მაჟორიტარი დეპუტატების მიმართ. იყო ასეთი შემთხვევები, ნინოწმინდაში. ახლა მოხდება აქ, ხვალ მოხდება სხვაგან და ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ილია ჯიშკარიანს სხვადასხვა ენჯეოს წარმომადგენლებმა და მედიასაშუალებებმა განაჩენი გამოუტანეს. ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და ამან ძალიან იმოქმედა ჩემზე. არსებობს ჩვენს ქვეყანაში სასამართლო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს იძახიან, რომ ილია ჯიშკარიანს უდგას ხელისუფლება, პარტია. თუ მიდგას, აგერ ჩანს ყველაფერი, რა მძიმე ბრალი წამიყენეს სამართალდამცავებმა.

თქვა ილია ჯიშკარიანმა TV პირველის ეთერში. შეგახსენებთ, თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ ქალი დაზარალებულად შემთხვევიდან 8 დღის შემდეგ, 8 ოქტომბერს ცნო და ბრალი წაუყენა ილია ჯიშკარიანს. ჯიშკარიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

კომენტარები