ჯიშკარიანი: მე განაჩენი გამომიტანეს ფემინისტებმა, რადიკალებმა, ლიბერალებმა

მე ღმერთს ვეხვეწები, ძალას მომცემს, მე მამაოები, დედაოები მირეკავენ და ძალებს ნელნელა ვიღდგენ, რომ მე ამ ბრძოლის გავემზადო. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემ ადგილას თავი რომელიმეს? რატომ ვარ ლოგინში, იცით? მე განაჩენი გამომიტანეს, აი, ამ ფემინისტებმა და, აი, ამ რადიკალებმა და, აი, ამ ლიბერალებმა. ეს ხომ პოლიტიკაა

საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი, რომელსაც თანაშემწე სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, ტვ პირველს გადაცემაში კლინიკიდან ჩაერთო. მისმა ადვოკატმა კი ეთერამდე რამდენიმე საათით ადრე თქვა, რომ ჯიშკარიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილური იყო, მას ფეხზე დგომაც და სიარულიც შეუძლია, უბრალოდ, ემოციური ფონი აქვს მძიმე
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები