გიგა ბოკერია

ბოკერია: პრობლემა არა ღმერთის ხსენებაში, არამედ ამ თემით ოპონენტზე თავდასხმაშია

ერთი ვიხუმრე, ვინც პოპულიზმში მადანაშაულებს, რომელ ღმერთს ვგულისხმობდი, რა იციან-მეთქი, მაგრამ მეორე, ყველაზე კომიკური იყო, რომ ამაზე ირეაგირეს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმაც კი, დეპუტატებმა, ქალბატონმა ბოკუჩავამ და სხვებმაც, ფეისქუბზე. ჩათვალეს, რომ ეს სააკაშვილის იმ ჩემი აზრით შავრაზმული განცხადების მარეაბილიტირებელი განცხადება იყო. ეს კომიკური იყო, იმიტომ, რომ პრობლემა ღმერთის ხსენებაში კი არ არის, პრობლემა არის თუ შენ ამ თემას იყენებ ოპონენტზე თავდასხმისთვის შავრაზმული პოზიციიდან.

ბოკერია ეხმაურება რეაქციებს მის ფრაზაზე - "ღმერთმა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ საქართველო გამთლიანდეს".

კომენტარები