პოლიტიკური დევნა

მელია: არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა

არ ვიცი, შეიძლება ბოკერია მეტისმეტად მიმტევებელი გახდა, რაც უფლის გზას შეუდგა და სულის ცხონებისთვის მზადაა აპატიოს მას, ვინც წიხლქვეშ გაიგდო კორცხელში, მაგრამ მე პირადად არ ვაპირებ კორცხელის "გმირებისთვის" რაიმეს პატიებას და ვერც მოვატყუებ.
იმიტომ კი არა, პირადად მე რომ შემეხო მათი ძალადობა, არამედ იმიტომ რომ მათ მოსახლეობაზე იძალადეს,იძალადეს ბევრჯერ, სხვადასხვა ქალაქებში, და რაც მთავარია, თუ მოძალადეები არ დაისაჯნენ, ძალადობას გააგრძელებენ როგორც ისინი, ისე მათი დაუსჯელობით წაქეზებული სხვა მოძალადეები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ნიკა მელია გიგა ბოკერიას განცხადებებს ეხმაურება, სადაც ის, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური ოპონენტების გასამართლებაზე საუბრობს.

კომენტარები