გოცირიძე კობახიძეზე: ბატონი ირაკლი ძალიან სუსტი ყოფილა მათემატიკაში

ბატონი ირაკლი ძალიან სუსტი ყოფილა მათემატიკაში. თუ ოცნებამ დააგროვა 45%, ეს იმას ნიშნავს, რომ სხვებმა დააგროვეს 55%. ანუ იქმნება ხელისუფლება სწორედ გაერთიანებული პოლიტიკური ძალების მიერ. ქართული ოცნების მაქსიმალური, ასე ვთქვათ, ჭერი, შეიძლება იყოს 28-30%. ძალიან კარგად გრძნობენ, რომ კოალიციური ხელისუფლება მოდის საქართველოში და უნდა შეეგუონ და წავიდნენ ოპოზიციაში.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი მედიასთან ქართული ოცნების წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფასებს. კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში თქვა, რომ თუ მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნება ვერ მოიპოვებს ხმების 45%-ს მაინც, "შეიძლება, კოალიციის შექმნა შეუძლებელიც გახდეს" და მაღალია ალბათობა, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნები.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები