უგულავა: თუ ვინმეს ბოღმა უნდა ალაპარაკებდეს, მე ვიჯექი ციხეში იდიოტური ბრალდებებით

ვერ მივიღებ ვერც მორალური პედესტალიდან საუბარს თუნდაც პირადად ჩემ მიმართ - თუ ვინმეს ბოღმა უნდა ალაპარაკებდეს, მე ვიჯექი სამი წელი ციხეში თითიდან გამოწოვილი, იდიოტური ბრალდებებით. ჩემი ბრალდება იყო, რატომ მყავდა დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამავდროულად იყვნენ პარტიის წევრები, ბოდიში მომითხოვია და დღევანდელი მერი, ყველა მუნიციპალიტეტის მერი, ნარმანია და ზემოდან მთავრობის რამდენიმე წევრიც შემიძლია დაგისახელოთ, გასამართლებადია, რა ვქნათ, დავიწყოთ? ამაზეა აქ საუბარი, თვითმიზნური აკვიატებისას, როდესაც გინდა, რომ ადამიანი დაიჭირო, ყოველთვის მოძებნი საბაბს ჩვენნაირ ქვეყანაში, სადაც მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად მონგრეულია

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა TV პირველის ეთერში. ცნობისთვის, 13 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, თქვა, რომ აუცილებელია ხელისუფლების ცვლილებას ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მოჰყვეს. ბოკერიას ამ განცხადებას ერთიანი ნაციონალური ლიდერების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები