არჩევნები 2020

ჩუგოშვილი: ბოლო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ

2020 წლის არჩევნები იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული არჩევნები, რაც გვახსოვს და ეს არის ჩვენს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს. კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი.  ჩვენი ამოცანა, ისევ როგორც ყველა სხვა პარტიის, არის მაქსიმალური ხმები მივიღოთ საარჩევნო პროცესში. რა თქმა უნდა, სურვილი გვაქვს, რომ უმრავლესობა მივიღოთ. ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 49% გვქონდა და ჩვენი ამოცანაა, ეს მაჩვენებელი გავაუმჯობესოთ, იმიტომ, რომ ამ მონაცემის გაუმჯობესება, უკვე ნიშნავს უმრავლესობას

პარლამენტის ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

კომენტარები