ხაზარაძე: კალაძესთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა და ძალიან ამოვარდა კალაპოტიდან

მე მინდა მას [კახა კალაძეს] გავახსენო, როცა ჩვენზე დაიწყო შემოტევა, გამოვიდა და ძალიან ბრძნული სახით თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი. დიახ, მე გეთანხმებით. კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს სწორი...

ნუ ღიზიანდებით, მიბრძანდით პროკურატურაში და ისევე როგორც ჩვენ ვამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, მიიტანეთ ის საბუთები, რომელიც თქვენ ბანკში იყო და მოსახლეობას, თქვენს ამომრჩეველს ჩააბარეთ ყველა ტრანზაქციაზე ახსნა-განმარტება, როგორ აკეთებდა ბანკი ოპერაციებს. აი მაშინ დავიჯერებ, რომ თქვენ ნორმალური ქვეყნისკენ გინდათ წასვლა. რა თქმა უნდა ეს არის ფანტასტიკის სფერო. 

ქუჩაში ასფალტის დაგება და მაგაზე მადლობას თუ ელოდებით, ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, ბანკომატი საკუთარ ფულს რომ გიბრუნებს. ჩვენ ფულს ხარჯავთ...

კალაძესთან ნორმალური ურთიერობა მქონდა და ძალიან ძალიან ამოვარდა კალაპოტიდან, იმიტომ რომ სიმართლის მოსმენა არავის არ უნდა...

ლელოს დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე კახა კალაძის განცხადებებზე ტვ პირველის გადაცემაში "პოლიტმეტრი". თბილისის მერმა თქვა, რომ "დიდი ეჭვი მაქვს, რომ ხაზარაძემ ანაკლიის პროექტის განხორციელება შეძლოს, მას არც ფინანსური რესურსი აქვს ამის და არც გონებრივი შესაძლებლობები". პროგრეს ბანკის დამფუნებელი მამუკა ხაზარაძის 15 ოქტომბრის განცხადებებმა გააღიზიანა, რომელიც ანაკლიის პორტის და პროგრეს ბანკის საკითხს ეხებოდა. კერძოდ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პროგრეს ბანკის შეძენა სთხოვა, რომლის აუდიტის დროსაც ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები