კახა კალაძე

კალაძე ხაზარაძეზე: 90-იანების ვორდინგით თავის რესპექტაბელურობას დიდხანს ვერ წარმოაჩენს

ეს ადამიანი პირველივე დღიდან დაკავებულია ჭორაობით, დაკავებულია სიცრუით და პირდაპირ ჯდება იმ ნარატივში, რასაც ნაციონალური მოძრაობა ამ წლების განმავლობაში აკეთებდა - თავის დანაშაულს გაბრალებს შენ, იგივე მიდგომა და დამოკიდებულება. პასუხიც ჩემი მხრიდან, რაც იკადრა და ფულის გათეთრებაზე განცხადებები გააკეთა, მიიღო საკადრისი...

მე ადამიანურად ვურჩევდი [მამუკა ხაზარაძეს], არ მგონია რომ ამ სექსისტური განცხადებებით და 1990-იანი წლების ვორდინგით, დიდი ხნის განმავლობაში მოახდინოს თავის რესპექტაბელურობის წარმოჩენა.

17 ოქტომბერს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის შესახებ პალიტრანიუსის ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა. თბილისის მერი და პროგრეს ბანკის დამფუნებელი მამუკა ხაზარაძის 15 ოქტომბრის განცხადებებმა გააღიზიანა, რომელიც ანაკლიის პორტის და პროგრეს ბანკის საკითხს ეხებოდა. კერძოდ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მას ბიძინა ივანიშვილმა პროგრეს ბანკის შეძენა სთხოვა, რომლის აუდიტის დროსაც ფულის გათეთრებაზე გაჩნდა ეჭვი.

კომენტარები