არჩევნები 2020

კალაძე: ხომ ვიცით, რომ  ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც არ სარგებლობდა კეთილგანწყობით?

სალომე რა შუაშია საერთოდ? სალომე პარტია ქართული ოცნების წევრი არ ყოფილა, არც დღეს არის, სალომეს რეიტინგი თავისი რეიტინგია, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ხომ ვიცით, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩვენს მხარდამჭერებშიც კეთილგანწყობით არ სარგებლობდა. ეს მგონი, ცხადია.

[მხარი იმიტომ დავუჭირეთ, რომ] ჩვენთვის მთავარი იყო, არ ყოფილიყო პარტიული კანდიდატი და ყოფილიყო დამოუკიდებელი, მაგრამ ისე წავიდა ყველაფერი, რომ მეორე ტურში მოხვდა ქალბატონი სალომე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი, სადაც პირდაპირ განცხადებებს ვისმენდით რევოლუციაზე, მათ ჰქონდათ მცდელობა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ამ თანამდებობას გამოიყენებდნენ ქვეყანაში მოეწყოთ არეულობა, რამდენად გამოუვიდოდათ, ეს სხვა საკითხია...ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო, არ მოსულიყო ისეთი ადამიანები...

გეთანხმებით, რომ არა ქართული ოცნება, პარტიის თანადგომა და ჩართულობა [სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი ვერ გახდებოდა].

თბილისის მერმა კახა კალაძემ პალიტრანიუსის ეთერში 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით თქვა, რომ ქართული ოცნების შიდაკვლევებით მათი პარტია ლიდერობს. გადაცემის წამყვანმა მას შეახსენა, რომ ოპონენტები საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევებისა და ეგზიტპოლის შესახებ აკრიტიკებენ, რა დროსაც, მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო.

კომენტარები