თადუმაძე: გამსახურდიამ დაწერა დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა და არა - დიდოსტატის მარჯვენა

თქვენ გეძლევათ საშუალება, შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც გექნებათ სრული შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას, როგორც ინდივიდუალურ პროკურორს, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ "დიდოსტატის მარჯვენა" - ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს, შეგიძლიათ დღეს მაქსიმალურად ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებებს

ამ სიტყვებით გახსნა გენერალურმა პროკურორორმა, შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენცია. ცნობისთვის, რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე თადუმაძეს ჰკითხა, თუ ვინ დაწერა "დიდოსტატის მარჯვენა", მან კი უპასუხა, რომ "არ იცის".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები