ქობულია: მთავრობაში დანიშვნები არა კვალიფიკაციით, არამედ ნაცნობობით ხდება

ძირითადი დანიშვნები მთავრობასა და ხელისუფლებაში ძალიან ხშირად ხდება არა ადამიანის კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ ნაცნობობით - "ამას უფრო ვენდობით, ეს ჩვენი ადამიანია" ა.შ. ამიტომ, ძალიან დიდი რაოდენობით არაკვალიფიციური ხალხი მუშაობს სახელმწიფო სტრუქტურებში. თუ ინიციატივით გამოხვედი, კითხვა ებადებათ ზემდგომებს - რა გინდა? იმუშავე შენთვის, ხომ მუშაობ. კვალიფიკაცია კაცს არ აქვს, იმას ეუბნები, რომ შენ ხომ ხმა ამოიღო და რამე კარგი შემომთავაზო, პირიქით, თავში ჩაგარტყამ. ამიტომ, იმ კაცმა არც იცის კარგად, არც რამის გაკეთება უნდა, იმიტომ რომ შეიძლება დასაჯონ. ამიტომ, ძალიან დიდი ინერცია და ნიჰილიზმია ჩამოყალიბებული სტრუქტურებში. პარალიზებულია ყველაფერი, არავის არ უნდა ინიციატივის თავის თავზე აღება, არავის უნდა რამის შეთავაზება და გაკეთება.

თქვა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, გიორგი ქობულიამ მთავარი არხის ეთერში. ქობულია თანამდებობიდან 18 აპრილს გადააყენეს. როგორც მან თქვა, იმის გამო, რომ "მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა ხედვების სისწორეში ვერ დაარწმუნა".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები