რა არის ეს ცხოვრება მართლა... გულში მეცინებოდა სევდიანად, იმ 20 ივნისის ღამეს, გვერდიგვერდ ვიდექით მე, ბოკერია და უგულავა და ხალხს ვაწყნარებდით, რომლებიც გამწარებულები თავს ურტყამდნენ პარლამენტის სვეტებს. გადატრიალებას აწყობდნენო, როდის იყო, კბილებამდე გამაგრებულ შენობას... ორი კვირა ურტყამდა კიტოვანი არტილერიას და ვერ აიღო, როგორ აიღებდა უიარაღო ხალხი. ან უცნობი ხალხი როგორ მოილაპარაკებდა, რომ გადატრიალება მოეწყოთ, უცბად. ან პარტიები, რომლებსაც ერთმანეთის ატანა არ აქვთ, როგორ შეთანხმებოდნენ უცბად, რომ გადატრიალება მოეწყოთ. ეს არის აბსოლუტურად პოლიტიკური რეპრესია, პოლიტიკური დევნა.
შალვა ნათელაშვილი
ნათელაშვილი: 2 კვირა ურტყამდა კიტოვანი პარლამენტს და ვერ აიღო, უარაღო ხალხი როგორ აიღებდა
tbl.ge/43zy
დაკოპირდა
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მთავარი არხის ეთერში 20 ივნისის აქციის შესახებ საუბრობს.
ამავე თემაზე
- შალვა ნათელაშვილი NED-ის პრეზიდენტზე: ეს ბატონი გათხოვილა კიდეც
- ნათელაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ გვყავს სამთავრობო პატრიარქი
- ნათელაშვილი: მივმართავთ ბაიდენს, გაირკვეს, რატომ გაყიდა ტრამპის ადმინისტრაციამ საქართველო
- "პატარძლის არ იყოს, არ ამცდა" – ნათელაშვილი კორონავირუსით ინფიცირებაზე
- ნათელაშვილი: ერთი შეიძლება დავუფასოთ ივანიშვილს, გაუერთიანებელი პარტიები ერთად შეგვყარა