ტაქსების რეფორმა

ნარმანია: ტაქსების რეფორმა არაა ის, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ, ეს გასაკეთებელი იყო

ტაქსების რეფორმა მნიშვნელოვანი, საზოგადოების მხრიდან მხარდასაჭერი და სწორად აღსაქმელია. რატომ არ უნდა იღებდნენ, ვთქვათ, ვაუჩერს, რომლითაც უფასოდ შეეძლოთ მანქანის გაწმენდა და შეღებვა? მერიის მხრიდან იყო მოწოდებები და მთელი თვეების განმავლობაში იხვეწებოდა მერია, რომ წაიღეთ ვაუჩერი. ბევრი მძღოლის მხრიდან არასწორად იქნა ეს პროცესი დანახული და სწორედ ამან გარდამავალ პერიოდში გამოიწვია გარკვეული უხერხულობა.

ყველა რეფორმას ახლავს უხერხულობა და ყველა მხარე ყოველთვის თანაბრად კმაყოფილი ვერ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ და ეს ასეც იქნება, რომ უახლოეს მომავალში დასტაბილურდება სიტუაცია და ფასებიც შემცირდება.

ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქალაქის მერიას და ყველას გვქონდეს სწორი პოზიცია. ამ კონცეფციაზე ჩემი მერობის დროსაც ბევრი მსჯელობა იყო. ძალიან ბევრი ქვეყნის გამოცდილებაა შესწავლილი და უმტკივნეულოდ ამას არსად ჩაუვლია, თუმცა ეს ისეთი რამ არაა, რაზეც შიშის ზარი უნდა შემოვკრათ. ეს ყველაფერი გასაკეთებელი იყო ეტაპობრივად, პროცესი მიმდინარეობს და შედეგიც აუცილებლად იქნება

თბილისის ყოფილი მერი, სემეკის ახალარჩეული თავმჯდომარე დავით ნარმანია ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში.

კომენტარები