გიორგი გახარია

გახარია: მიზანი არა მარტო აღმოსავლეთსა და დასავლეთთან, ჩრდილოეთსა და სამხრეთთან ინტეგრაციაა

ყველამ ვიცით, რომ ეს რეგიონი მნიშვნელოვან საინვესტიციო პოტენციალს ფლობს და ის მზარდია, რადგან ვიყენებთ ერთიან პოლიტიკას, ვამცირებთ სავაჭრო ბარიერებს და ვაუმჯობესებთ დაკავშირებადობას.

​უსაფრთხოებისთვის ძალისხმევის გაერთიანება სჭირდება ძლიერ ეკონომიკას და აქ ჩვენ გთავაზობთ კაპიტალდაბანდების, ვაჭრობისა და ინოვაციების უნიკალურ შესაძლებლობას, რაც ჩვენს გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასა და ბიზნესისადმი კეთილგანწყობილ გარემოს ეფუძნება. საქართველო ამ რეგიონის კარიბჭეა. ჩვენი მიზანია ინტეგრაცია მოვახდინოთ არა მხოლოდ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან, არამედ ჩრდილოეთთან და სამხრეთთან.

​ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველომ სიღრმისეული გარდაქმნა განიცადა და ყოველივე ამის შედეგად ჩამოყალიბდა ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც დემოკრატიის დასავლურ პრინციპებს, სამართლის უზენაესობასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება.

ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი პოლიტიკა, ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები და ხელსაყრელი ადგილმდებარეობა განაპირობებდა ქვეყნის გარდაქმნას ახალ რეგიონალურ ცენტრად საინვესტიციო შესაძლებლობების ასათვისებლად

პრესსამსახურის ინფორმაცით, ეს განცხადება საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.

კომენტარები