ნათია თურანვა

თურნავა: ივანიშვილი გლობალური მასშტაბის მეცენატია, ყურადღებას უთმობს არა მარტო საქართველოს

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამე გაუკეთებია და აკეთებს. მილიარდები იხარჯება მისი მხრიდან იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, იმისთვის, რომ აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იმისთვის, რომ განვითარდეს ზოგადად, საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება. ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ყურადღებას უთმობს არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ ისეთ გლობალურ პრობლემებს, როგორიც არის კლიმატური ცვლილებები.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ბერა ივანიშვილის ვიდეომიმართვის შემდეგ, სადაც მომღერალი ამბობს, რომ 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს ამაზონის ტყის გადასარჩენად, თანხაში კი მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ოჯახის კონტრიბუცია" შედის.

კომენტარები