გიორგი გახარია

გახარია ბერაზე: მიუღებელია, ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედებას პოლიტიკურად დაესხა თავს

საერთოდ მინდა გითხრათ, რომ ქველმოქმედების აქტზე მსგავსი შეტევის მიტანა არის უსამართლო, უბრალოდ ბუნებაში არის უსამართლო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არის ორჯერ უსამართლო, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, ხალხნო, წლების განმავლობაში ამ ქვეყანას ეხმარება ისტორიული მემკვიდრეობის გადარჩენაში, შენარჩუნებაში და ამასთან ერთად, ასობით მილიონ დოლარს ხარჯავს მომავალ თაობაზე საგანმანათლებლო პროგრამებში. ამ დროს როდესაც პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე ახალგაზრდა ადამიანის ქველმოქმედება ხდება პოლიტიკური თავდასხმის საგანი, აბსოლუტურად მიუღებელია.

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ვიდეომიმართვის შემდეგ, სადაც მომღერალი ამბობს, რომ 1.1 მილიონ აშშ დოლარს რიცხავს ამაზონის ტყის გადასარჩენად, თანხაში კი მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები და ოჯახის კონტრიბუცია" შედის.

კომენტარები