არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი

არქიმანდრიტი ბართლომე: რაჭველიშვილმა ხელოვანს უწოდა უბედური, ამაზე დიდი წყევლა არსებობს?

მან ახალგაზრდა ადამიანს, ხელოვანს, მოსწონს მისი ხელოვნება, თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, უწოდა - საცოდავო, კრეტინო, უბედურო, ამაზე დიდი წყევლა არსებობს რამე? უბედურს რომ უწოდებ ადამიანს.

ეს იყო ჩემ მიერ გამოხატული პოზიცია იმისთვის, რომ რაჭველიშვილი რაღაც პოზიციაზე დამდგარიყო და ბოდიში მოეხადა.

თქვა არქიმანდრიტმა ბართლომე ფირცხალაშვილმა TV პირველის ეთერში. "აი, რაჭველიშვილს ყელის კიბო უშველის", - ასე გამოეხმაურა არქიმანდრიტი ბართლომე ფირცხალაშვილი საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიერ ბერას კრიტიკას. საოპერო მომღერალმა ბერა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც მან თქვა, რომ ამაზონის ტყის გადასარჩენად $1.1 მლნ გადარიცხა, რაშიც შედის როგორც მისი "მძიმე შრომით გამომუშავებული დანაზოგები", ისევე მისი ოჯახის წვილილიც.

კომენტარები