საპატრიარქო

გახარია მეუფე იაკობზე: ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო

პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ასე გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსის ნათქვამს, რომლის მტკიცებითაც, გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრად ყოფნის დროს ის შეხვედრაზე მიიწვია, რომელსაც ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და მოქმედი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია და სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელი და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ესწრებოდნენ. მეუფე იაკობი ყვება, რომ მაღალჩინოსნები მას პატრიარქის გადაყენებაზე "ეჩალიჩებოდნენ"

კომენტარები