თბილისის მერია

კალაძე II ვადით არჩევაზე: დღეს რომ მკითხოთ, ვიტყვი არას, ძალიან რთულია, ძალიან მძიმეა

დღეს რომ შემეკითხოთ [მეორე ვადით ვიყრი თუ არა მერობაზე კენჭს], გულწრფელად ვიტყვი არას იმიტომ, რომ იმდენად რთულია და იმდენად რთულ პირობებში მიწევს საქმიანობა, რომ დღე და ღამე, რასაც იტყვიან, მაქვს გაერთიანებული და ძალიან, ძალიან მძიმეა, ძალიან რთულია. თუ გინდა, რომ მართლა საქმე გააკეთო, უნდა იყო იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც არის დღეს მერიც და მერის თანამშრომლებიც. სხვანაირად შეუძლებელია. ამიტომ, ძალიან რთულია. ოჯახი მყავს, შვილები, ძალიან მიჭირს, მაგრამ ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რაც მაქვს აღებული, კარგად მაქვს გათვიცნობიერებული

თბილისის მერს, კახა კალაძეს, ტვ იმედის ეთერში ჰკითხეს, აპირებს თუ არა მეორე ვადითაც იყაროს კენჭი

კომენტარები