კალაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: მგონია, რომ ეს არის მიმართული გახარიას წინააღმდეგ

მე მაქვს ჩემი მიდგომა და დამოკიდებულება უწმინდესთან, საპატრიარქოსთან, სარწმუნოებასთან და ნამდვილად არ მინდა ვიყო მონაწილე იმ განცხადებების, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ. მე მგონია, რომ ეს არის მიმართული გიორგი გახარიას წინააღმდეგ, რადგან ჩვენ რამდენიმე თვის წინაც მოვისმინეთ მისი განცხადებები გახარიასთან მიმართებაში და მგონია, რომ ეს არის გაგრძელება.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.იაკობმა ასევე თქვა, რომ მას პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით „ეჩალიჩებოდნენ“ და ამ საკითხზე შეხვედრა მაშინდელი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა, რომელსაც, მისივე თქმით, ვახტანგ გომელაური და გიორგი გახარია ესწრებოდნენ.

კომენტარები