კობახიძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: რა ბრალდებებიც მოვისმინე, არცერთია დამაჯერებელი

კონკრეტული საჯარო განცხადება არის თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი, ამას იტყვის სამართალდამცავი ორგანო. მე არ შემიძლია ამაზე პასუხის გაცემა... მთლიანად წყებას თუ ავიღებთ იმ ბრალდებების რომელიც მოვისმინეთ, ჩემთვის არცერთი მათგანი არ არის დამაჯერებელი მთლიანობაშიც. ასე დეტალურად არ მინდა განვიხილო, რადგან მოგვიწევს განვიკითხოთ ვიღაცები. 

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ

კომენტარები