საქართველოს საპატრიარქო

ინაშვილი: ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედა ეკლესიას და პატრიარქს

მინდა, გამოვეხმაურო ეკლესიის ირგვლივ მიმდინარე უმძიმეს პროცესებს და პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის პირდაპირი ბრძოლა ეკლესიის დისკრედიტაციისთვის და ბრძოლა პატრიარქის წინააღმდეგ. ყველას მინდა ვუთხრა, ნამდვილად არ დავტოვებთ მარტო დედა ეკლესიას და პატრიარქს. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, დაიწყო ვარდების რევოლუციიდან

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ირმა ინაშვილი ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე - მეუფე იაკობის განცხადებებსა და გიორგი მამალაძის წერილზე. კერძოდ, მეუფე იაკობის თქმით, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. მეუფე იაკობის მტკიცებითვე, მას სახელმწიფო პირები "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობმა პატრიარქის ქორეპისკოპოსის პოსტი დატოვა. გარდა ამისა, დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხიდან წერილს ავრცელებს და მასში "ეკლესიის შიგნით არსებულ მძიმე საკითხებზე" საუბრობს.

კომენტარები