არჩევნები 2020

მდინარაძე ინაშვილს: კაია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს ვეღარ დაგვაბრალებენ

ხალხი არ ლაპარაკობს ამას და ლაპარაკობთ მარტო თქვენ, ახლა პარალელურ რეჟიმში თუ ვილაპარაკებთ მე და თქვენ და ევროპულ საქართველოსთან და ნაცებთან თუ დაალაგებთ საერთო მესიჯს სპონტანურად, მაგ შემთხვევაში მართალი არ იქნებით, საერთო მესიჯი გამოგდით - მოსყიდვას ამბობთ თქვენც და ნაცებიც, დაშინებას ამბობთ თქვენც და ნაცებიც და რაც არ უნდა გაბრაზდეთ, არის სიმართლე. კაია, მე და თქვენ რომ ვჩხუბობთ, რაღაცებს ვეღარ დაგვაბრალებენ

ქართული ოცნების დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ და პატრიოტთა ალიანსის წევრმა ირმა ინაშვილმა პლენარულ სხდომაზე იკამათეს. ირმა ინაშვილის თქმით, შეურაცხმყოფელია ქართული საზოგადოებისთვის, რომ ქართული ოცნება არჩევნებამდე ერთი წლით ადრე ხმათა უმრავლესობით გამარჯვებას პროგნოზირებს. მან მმართველ გუნდს მოუწოდა, წინასწარ "პროცენტების ბრახა-ბრუხისგან" თავი შეიკავოს. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის თქმით, ქართულ ოცნების რეალური მხარდაჭერა 12-14%-ია, რაზეც მამუკა მდინარაძემ არჩევნების შედეგები შეახსენა.

კომენტარები