კილაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: ჭორაობაზე ხელისუფლება რეაგირებას ვერ მოახდენს

ნებისმიერი ბრალდება, რომელსაც არ აქვს საფუძველი, რომელსაც არ აქვს მტკიცებულება, ეს რჩება ჭორაობად და ჭორაობაზე ხელისუფლება რა თქმა უნდა რეაგირებას ვერ მოახდენს. თუ მას [მეუფე იაკობს] აქვს ნამდვილი, რეალური მტკიცებულება, ბუნებრივია მაშინ რეაგირება იქნება, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი ჭორაობის ხასიათს ატარებს და საფუძველს არის მოკლებული რასაც ვხედავთ. რამე მტკიცებულება, გარდა საუბრებისა არ გვაქვს. 

უმრავლესობის დეპუტატი სოფო კილაძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. 26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ

კომენტარები