წყალტუბო

თალაკვაძე: წყალტუბოს აღორძინება იწყება, სოხუმი გველოდება, აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ

ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი - ჯანმრთელობისა და ტურიზმის ცენტრი. წყალტუბოს გარშემო მდებარეობს ჩვენი ისტორიულ-კულტურული და ტურისტული მარგალიტები: გელათი, მოწამეთა, კაცხის სვეტი, პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი. ქუთაისთან განთავსებულია ორი თავისუფალი ეკონომიკური ზონა და აეროპორტი. ასევე, ქართულ ბიზნესს აქვს ღია შეთავაზება ჩაერთოს პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულებული პროექტების შესყიდვა თვითღირებულებით. აბასთუმანში უკვე მიმდინარეობს მასშტაბური პროექტი. წყალტუბოს აღორძინების პროექტი იწყება. სოხუმი გველოდება, რომელსაც ჩვენს აფხაზ ძმებთან ერთად განვაახლებთ.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."

კომენტარები