ივანიშვილის ინიციატივა წყალტუბოში სასტუმროებისა და აბანოების შეძენაზე

ვოლსკი: აბასთუმანი და წყალტუბო, ეს მარგალიტები საქართველოს მიწაზე, იქნებიან რეაბილიტირებული

მახსოვს საკმაოდ მწარე განცხადებები აბასთუმანთან დაკავშირებით, რომ ეს ტერიტორია უნიკალურია და ბიძინა ივანიშვილს სურს მიითვისოს. ტელესკოპის მითვისების მცდელობაც კი დააბრალეს. წყალტუბოს რეაბილიტაციის საკითხი არ არის ის თემა, რომელიც უკავშირდება მხოლოდ ჩვენს დღევანდელ დღეს. ეს არის შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი, სამედიცინო ტურიზმის რუკაზე საქართველოს მყარი დამკვიდრების მიზნით გაკეთებული პროექტი.

ის ადამიანები, რომლებიც ასეთ ნეგატიურ განცხადებებს აკეთებენ, ორიენტირებული არიან, ტელევიზიებმა დასვან შეკითხვები ისე, რომ მე - უმრავლესობის ლიდერს, ან პარლამენტის თავმჯდომარეს, ან სხვა რომელიმე თანაგუნდელს მოუხდეს თავის მართლება: იმისათვის, რომ შენდება ტყე-პარკები, ბოტანიკური ბაღები; იმისათვის, რომ აშენდა საკონცერტო დარბაზი; იმისათვის, რომ ქუთაისი იქცევა განათლებისა და ჯანდაცვის რეგიონალურ ცენტრად; იმის გამო, რომ აბასთუმანი და წყალტუბო, ეს მარგალიტები საქართველოს მიწაზე, იქნებიან რეაბილიტირებული და იმის გამო, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მსოფლიო მნიშვნელობის ტრაგედიას გარკვეული თანხა შესწირა. ეს არის სტრატეგიული გათვლა, თორემ კარგად იციან ბობოხიძეებმა, რომ რეალურად საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებია.

პარლამენტის წევრი ქართული ოცნებიდან, გიორგი ვოლსკი ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."

კომენტარები