მდინარაძე: წყალტუბო გახდება ჯანმრთელობის, ტურიზმის და მიზიდულობის ცენტრი რეგიონში

ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა ნიშნავს რომ წყალტუბო უახლოეს მომავალში გახდება ჯანმრთელობის და ტურიზმის ცენტრი. ეს იქნება მიზიდულობის ცენტრი რეგიონში და როდესაც ასეთ პროექტებზეა საუბარი, როდესაც ასეთ ინიციატივებზეა საუბარი, ყველას, მათ შორის ოპოზიციას უნდა ეყოს ძალა, რომ აღიაროს უდაო წარმატება, უდაო პროგრესი და იმ თემის უდაობა, რომ წყალტუბო გახდება ერთერთი განვითარებული ჰაბი რეგიონში, რომელიც ჩვენს ქვეყანასაც მოუტანს სამუშაო ადგილს, ეკონომიკის განვითარებას... 

უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."

კომენტარები