არჩევნები 2020

კობახიძე: ნაცებთან, შმაცებთან და შმაცუნებთან კოალიციის შექმნა გამორიცხულია

ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები და წითელი ხაზები, ამიტომ ვსაუბრობთ, რომ არ შეიქმნება კოალიცია ნაცმოძრაობის განშტოებებთან და სხვა საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე პარტიებთან. ვიცით, რომ განშტოებები აქვს "ნაციონალურ მოძრაობას," არიან "ნაცები," "შმაცები" და "შმაცუნები." მათთან კოალიციის შექმნა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია. ასევე, არიან პარტიები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ განსხვავებულ პოლიტიკურ ორიენტრაციას. ესენია "პატრიოტთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა", მათთანაც, ჩვენი მხრიდან შეუძლებელია კოალიციის ფორმირება. სწორედ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა 60%-ის აღება. თუ ასე არ მოხდა, ჩვენ გაგვიჭირდება მყარი უმრავლესობის ჩამოყალიბება. ან "ქართული ოცნება" შექმნის მთავრობას, ან საერთოდ შესაძლოა საჭირო გახდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მთავრობის ფორმირებისთვის არის საჭირო.

კომენტარები