მეუფე ანდრია მეუფე იაკობზე: შეიძლება, მეც ვიყო ნასვამი, მომინდებოდა, რომ ეპატიებინათ

ძალზე უხერხულად მიმაჩნია, რომ გავაკეთო კომენტარი ადამიანის განცხადებაზე, თუ ის არაფხიზელ მდგომარეობაშია. არაეთიკური იქნება იმიტომ, რომ შეიძლება, მეც ვიყავი ნასვამი, შეიძლება, ვიყო კიდეც ნასვამი და რაღაც არასწორი რომ ჩავიდინო, კი არ მამართლებს ეს მე, მაგრამ ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ ეს ეპატიებინათ

 

მეუფე ანდრია ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებაზე საუბრობს, რომელმაც პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ხელისუფლება პატრიარქის თავიდან მოშორებას გეგმავდა. იმავე ინტერვიუში მეუფე იაკობმა მეუფე პეტრე ცაავა დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილთან და რამდენიმე მაღალჩინოსანთან ერთად პატრიარქის მკვლელობის დაგეგმვაში დაადანაშაულეს. ინტერვიუდან ორი დღის შემდეგ მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსობიდან თავისი სურვილის საფუძველზე გადააყენეს. მეუფე ანდრიამ ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები