საპატრიარქო

მეუფე ანდრია პატრიარქის გადადგომაზე: ვერ მოესწრებით

ერთხელ ედუარდ შევარდნაძეს შეეკითხნენ, ბატონო ედუარდო, თქვენს გადადგომაზე საუბრობენო და ვერ მოესწრებითო, იყო მისი პასუხი და ამას ვამბობ იმათთვის, ვინც შეიძლება, ელოდება ჩვენი პატრიარქის გადადგომას. მისი უწმინდესობა გადადგომას არ აპირებს და ნამდვილად მინდა, გითხრათ, რომ სინოდის არცერთი წევრი ამ რეკომენდაციასაც კი არ მისცემს, რომ პატრიარქი გადადგეს

მეუფე ანდრია გვაზავას ტვ პირველის ეთერში ჰკითხეს გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ მეუფე იაკობის ინტერვიუს შემდეგ ილია II პატრიარქობიდან გადადგომას გეგმავდა, რაც სხვა მღვდელმთავრების მსგავსად, მეუფე ანდრიამაც უარყო. ინფორმაცია უარყო საპატრიარქომაც.

კომენტარები