წულუკიანი წყალტუბოზე: ჩემი, როგორც მოქალაქის პასუხია მადლობა

ჩემი პასუხი იმაზე, რაც გადაწყვიტა გააკეთოს ბიძინა ივანიშვილმა წყალტუბოს კურორტის ასაღორძინებლად, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, როგორც ქვეყნის მოქალაქის მხრიდან არის - მადლობა.

მეორე პოზიციაა, რომ კვლავ ბიძინა ივანიშვილი ამტკიცებს იმას, რომ, ის რაც ვერ გააკეთა სახელმწიფომ, მათ შორის, როცა ამ სახელწიფოს სათავეში ედგა შევარდნაძე, სააკაშვილი... ვერც ერთ ეპოქაში ჩვენმა ქვეყანამ ვერ შეძლო წყალტუბოს კურორტის აღორძინება.

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ივანიშვილის განცხადებაზე, სადაც ის წერს, რომ წყალტუბოში არსებული 22 სასტუმროსა და 9 აბანოს გამოსყიდვას და შემდგომში მათ რეაბილიტაციას გეგმავს და რომ "კურორტის აღდგენა და განვითარება უკვე მესამე ათწლეულია, მრავალ, ობიექტურ თუ სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შეძლო ვერც სახელმწიფომ და ვერც ბიზნესმა."

კომენტარები