მეუფე მელქისედეკი: სინოდის სხდომაზე იქნება შეკითხვები - რა ხდებოდა, რატომ ხდებოდა

აქედან მივდივარ პირდაპირ თბილისში, დავესწრები სინოდის სხდომას. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვისმინოთ რა ხდება. მე მაგალითად, ეს ინფორმაცია არ მქონდა, რაზეც ისაუბრა მეუფე იაკობმა, აქედან გამომდინარე, ჯერ უნდა მოვისმინოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ, რა მდგომარეობაში ვართ. სინოდის სხდომაზე, რა თქმა უნდა, იქნება შეკითხვები, მაგალითად: რა ხდებოდა, რა კონტექსტში, რატომ ხდებოდა, რა საჭიროება მოითხოვდა?

ინტერპრესნიუსის ცნობით, მარგვეთისა და უბისის მთავარეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი სინოდის ხვალინდელი სხდომის შესახებ, რომელიც 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე გაიმართება. სხდომას მეუფე იაკობიც დაესწრება.

კომენტარები