ქართული ოცნება

კურტანიძე ივანიშვილის კრიტიკოსებზე: დავატყავებდი და დავწვავდი, მიწაც რომ არ შევაწუხო მათით

აი, ზოგიერთის კომენტარს ვკითხულობ და ერთი რამ სურვილი მიჩნდება, მაპატიოს უფალმა, მაგრამ ამდენ უმადურს ცოცხლად დავატყავებდი და შემდეგ კოცონზე დავწვავდი, რომ მიწაც არ შევაწუხო ამ არსებებით!!! შენ რა გაგიკეთებია, პარაზიტო, რომ ერის კაცის სიკეთეს ითვლი ან ვინ მიგდიხარ, რომ ასეთი დაუნახავი, რამეს აფასებდე?! ღმერთმა დალოცოს ერის კაცი, ბიძინა ივანიშვილი! ამინ

პოლიციის აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძემ ეს კომენტარი Facebook-ზე დაწერა. მოგვიანებით მან მთავარ არხს დაუდასტურა, რომ კომენტარი მართლაც მას ეკუთვნის და ის ემოციურ ფონზე დაწერა.

კომენტარები