სატრანსპორტო რეფორმა

ჭიაბერაშვილი: კალაძის სატრანსპორტო პოლიტიკა ღარიბების ხარჯზეა და "ოცნების" ელიტიზმს ავლენს

კალაძის მცდელობა, ღარიბი მოქალაქეების და მოქალაქეების გაღარიბების ხარჯზე გადაწყვიტოს ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსის პრობლემა, "ქართული ოცნების" საფუძვლად არსებულ ელიტიზმს ავლენს: "გოგოები" და "ბიჭები" მოასხდნენ "ვარდების რევოლუციის" რეფორმებით გაათმაგებულ ბიუჯეტს, ხრავენ და ახლა "სუფთა ჰაერი" და "უსაცობო" ქალაქში ცხოვრება უნდათ... მოქალაქეების უდიდესი ნაწილის ჯიბისა და პირობების გაუარესების ხარჯზე.

ყველაზე ტრაგიკომიკურია, რომ ამ ყველაფერს მხარს უბამს "ევროპაში ასეა" ხალხი, რომელსაც ეკოლოგია ადარდებს და ვერ ხვდება, რომ ეკოლოგიას ეშველება, როცა მოქალაქეების უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი სუფთა ჰაერი იქნება და არა ის, რა აჭამოს ხვალ შვილებს.

რა მოიტანა ტაქსების "გათეთრებამ" გაძვირების გარდა? ჰაერი ბინძურდება ნაკლებად თუ საცობები აღარაა? ან პარკირების გაძვირება რას მოიტანს ქალაქში, სადაც პარკირების ადგილს პრაქტიკულად ვერ იპოვი?

ქალაქის განტვირთვის შესაძლებლობა გვქონდა შემოვლითი რკინიგზის პროექტით, რომელიც სამგორიდან დიღმამდე სანაპიროების ალტერნატივა მაგისტრალს მოგვცემდა, მაგრამ ეგ "ოცნების" "გოგო-ბიჭების" გამდიდრებას გადაყვა.

სუფთა ჰაერი ბიუროკრატიულ სიმკაცრეს არ მოაქვს. იგი განვითარების შედეგია. განვითარება კი მხოლოდ ეკონომიკურ ზრდას მოაქვს, რომლისთვისაც ბიუროკრატიული სიმკაცრე მხოლოდ ბარიერია.

კომენტარები