მეუფე საბა: მეუფე იაკობს ცალსახად ვენდობი, მაგრამ მტკიცებულებები უნდა წარადგინოს

მე მღვდელმთავარს ვენდობი, ცალსახად და ვერ ვიტყვი, რომ ის ცრუობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მის განცხადებაზე დამადასტურებელი საბუთები უნდა წარადგინოს. რა თქმა უნდა, [მტკიცებულებები ეკლესიასაც სჭირდება]

ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტი საბა ინწკირველი წმიდა სინოდის სხდომაზე შესვლამდე, კითხვაზე - ცრუობს თუ არა მეუფე იაკობი. ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.

კომენტარები