სინოდის სხდომა

უგულავა: ჩვენი ეკლესია კრიზისულ გასაყარზე იმყოფება და შესაბამისად სახელმწიფოც

ჩვენი ეკლესია კრიზისულ გასაყარზე იმყოფება და შესაბამისად სახელმწიფოც. ამიტომ, რაციონალური მსჯელობაა საჭირო ყველაფერ იმაზე, რაც ხდება.

მე როგორც სამოქალაქო პირი ბუნებრივია ეკლესიის შიდა საკითხებში არ ვაპირებ ჩავერიო, მაგრამ, ამავე დროს, არის საზოგადოებრივი საკითხები, რომლებშიც მოვალეები ვართ გვქონდეს ჩვენი აზრი და პოზიცია.

30-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიას თუ გადავხედავთ, დღეს ჩვენ პირველად ვდგევართ იმ ფაქტის წინაშე, რომ მაღალი თანამდებობის იერარქმა პირდაპირ მოქმედი ხელისუფლება ეკლესიის საქმეებში ჩარევაში. ასეთი რამ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ხდება პირველად.

ივანიშვილმა პირველმა გაბედა, რომ ეკლესიის საქმეებში დაეწყო ხელების ფათური და საკუთარი საკადრო პოლიტიკა გაეტარებინა - ესაა უმძიმესი ფაქტი. სულ ერთია როგორ დამთავრდება სინოდის სხდომა, ეს ფაქტი დარჩება ფაქტად.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს.

კომენტარები