სინოდის სხდომა

მეუფე საბა: მეუფე პეტრემ ეს ბრალდება დაიძახა და გამოვიდა სინოდიდან, მან ეს უნდა დაამტკიცოს

მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება არის დაუსაბუთებელი ბრალდება. მან უნდა დაასაბუთოს ეს. ეს არის დაუსაბუთებელი ბრალდება, ადამიანმა შეიძლება ყველაფერი თქვას, მაგრამ როდესაც მას არ აქვს დასაბუთება, ეს არის ცილისწამება და ბრალდება.

[...] მეუფე პეტრემ, რაც გამოვიდა და თქვენთან განაცხადა, ასევე, როდესაც გამოდიოდა სინოდიდან, მაშინ ეს ბრალდება დაიძახა და გამოვიდა სინოდიდან, აქედან გამომდინარე, მან ეს ბრალდება უნდა დაამტკიცოს.

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი სინოდის სხდომის შემდეგ ეხმაურება მეუფე პეტრეს განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ "პიდარასტიაში" ამხილა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, რის გამოც მღვდელმთავრობიდან განაყენეს და "ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე".

კომენტარები