წმიდა სინოდი

კობახიძე მეუფე პეტრეს განყენებაზე: ეს მოემსახურება ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას

ეს იყო მთლიანად სინოდის მიერ მისაღები გადაწყვეტილება, ჩვენ არ გვაქვს არც უფლება და არც შესაძლებლობა, რომ სიღრმეში შევიდეთ მსჯელობისას. უკეთ იცოდა სინოდმა, უკეთ იცოდნენ სინოდის წევრებმა, უკეთ იცოდა პატრიარქმა თუ რა მდგომარეობა იყო შექმნილი, რა იყო გადაწყვეტილების კოტექსტი. აქედან გამომდინარე, სწორედ მათ ჰქონდათ საუკეთესო შესაძლებლობა, რომ მიეღოთ მაქსიმალურად სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება ეკლესიის ინტერესებს.

ბუნებრივია, ჩვენთვის მთავარია ეკლესიის სიძლიერე და იმედს გამოვთქვამ და დარწმუნებაც შემიძლია გამოვხატო, რომ ეს გადაწყვეტილება მოემსახურება სწორედ ეკლესიის სიძლიერის შენარჩუნებას

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე წმიდა სინოდის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, ასინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები