სინოდის სხდომა

მეუფე ნიკოლოზი პეტრეზე: არ შეხებია პატრიარქს, მაგრამ კვერთხი წაიქცა, ჰაერის ტალღები წარმოქმნა

ხელით არ შეხებია ის [მეუფე პეტრე] პატრიარქს, ვერ შეეხებოდა, იმიტომ რომ იქ სხვა მღვდელმთავრებიც იყვნენ, მაგრამ როდესაც იგი ძალიან ახლო მანძილზე მივიდა პატრიარქთან და ძალიან ხმამაღლა გამოხატავდა, ადამიანური, ჩვეულებრივი ყვირილის ზღვარს მიღმა იყო მისი საქციელი, პატრიარქის კვერთხი, რომელიც იყო მიყუდებული, წაიქცა. არ ვიცი, თვითონ გაკრა ხელი თუ ყვირილისგან. პატრიარქის კვერთხი არ უნდა წაიქცეს. ეს უკვე გადასული იყო ზღვარს. როდესაც ადამიანთან ახლოს მიხვალ და მთელი ძალით დაუყვირებ, არის ეს ფიზიკური შეხება? ჰაერის ტალღები, რომელსაც შენ წარმოქმნი, ხომ ზემოქმედებას ახდენს, ხელით არ შეხებია და ვერც შეეხებოდა. ხელით არა, მხრით არა, ფეხით არა - მაგრამ ხმით კი

უთხრა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა, რუსთავი 2-ს

კომენტარები