მეუფე პეტრეს განყენება

ბესელია: პეტრე ცაავამ მხოლოდ პატრიარქი კი არ შეურაცხყო, მეც პიროვნულ შეურაცხყოფად მივიღე

მძიმე იყო ჩემთვის პირადად მის [პეტრე ცაავას] მიერ მიყენებული შეურაცხყოფა საქართველოს პატრიარქის მიმართ, ადამიანის მიმართ, რომელსაც აქვს განუზომლად დიდი როლი, ღვაწლი, ამაგი ქვეყნის და ყველა მისი სულიერი შვილის მიმართ. მეც, როგორც ეკლესიის წევრმა, მივიღე პიროვნულ შეურაცხყოფად, მართლაც მხოლოდ პატრიარქს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა პეტრე ცაავამ, არამედ, ყველა იმ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, ვისაც განსაკუთრებით უყვარს პატრიარქი, არ შეიძლება, როცა გარდაგაყენებენ იმ პოზიციიდან, იმის შემდეგ, ასეთი ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთო

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია TV პირველის ეთერში, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას განცხადებებზე. ცნობისთვის, სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის ხვალისთვის გადადება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

კომენტარები