ყველას ვეუბნები, პოლიტიკოსია, რიგითი მოქალაქეა თუ ვინაა, ან დგებით პატრიარქის და დედა ეკლესიის გვერდით ან დგებით იმ მხარეს, და იმ მხარეს რაც ჰქვია, მგონი, ყველამ კარგად იცით, რა, ეს არის ლუსტრაციის პროცესი, რაც ახლა ხდება და ძალიან ჯანსაღი პროცესია.
ნურავის ნუ ჰგონია, რომ ჩვენს ძალიან წესიერ, უმწიკვლო პატრიარქს, რომელიც სიცოცხლეშივე წმინდანია, თავისი ცხოვრების წესით, ვინმე ჩრდილს მიაყენებს. ვერ მიაყენებს ვერავინ პატრიარქს ჩრდილს, რაც არ უნდა მოვისმინოთ, აი, დახშულია ყური, რაც არ უნდა გვანახონ, არა, ტყუილია ეს ყველაფერი, ჩვენ ვიცით მრევლის წევრებმა. ყველას ვეუბნები, არასდროს, საქართველოს ეკლესიის მრევლი არ ყოფილა ისე ერთიანი, ისე მტკიცე, ისე ძლიერი, როგორც დღეს არის