მეუფე პეტრეს განყენება

მეუფე პეტრე: ჩემ თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს

როცა ადამიანები მძიმე განსაცდელს შეხვდებოდნენ ხოლმე, ვეუბნებოდი და ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ ღმერთს. ახლა ჩემს თავს ვეუბნები, როგორ ჰყვარებიხარ, მეუფე პეტრე, ღმერთს, რომ ამდენ განსაცდელს გივლენს [...] თან ძალას გაძლევს, რომ ამდენ განსაცდელს გაუმკლავდე და ატარო ჯვარი. ღმერთს ვთხოვ, ამ განსაცდელში ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც იქნება სათნო ღვთისა. როგორც შეშვენის მწყემს კეთილს, რომელმაც თავისი ცხვრებისთვის უნდა დადოს სული. შევთხოვთ უფალს, რომ არ დავუშვათ შეცდომა. ყველაფერთან ერთად, ჩვენი მართლმადიდებლობა უნდა დავიცვათ. [...] უსამართლობას და უწმინდურობას არ უნდა შევეგუოთ, უწმინდურობა სიწმინდედ არ უნდა გამოვაცხადოთ, უსამართლობა სამართლად, ფარისევლები არ უნდა ვიყოთ. შერჩევითი სამართალი არ უნდა გვქონდეს, როგორც სახელმწიფოში, ისე ეკლესიაში პირველ რიგში. ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

თქვა ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ, მარტვილის ტაძარში სასულიერო პირებთან და მრევლთან შეხვედრისას. გუშინ, 31 ოქტომბერს, სინოდის სხდომა გაიმართა, სადაც ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა. მეუფე პეტრე ამბობს, რომ მან სინოდის სხდომის მომდევნო დღეს გაგრძელება ითხოვა, რათა მოწმეები მიეყვანა, თუმცა, უარი მიიღო.

კომენტარები