სინოდის სხდომა

ქანთარია: ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი ტალახი ისევ მის მსროლელს უბრუნდება

კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიის შიგნით არსებულ ვითარებას ძირეულად აღიქვამს. იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს იქნება მისი უწმინდესობა ჩვენი ეკლესიის სათავეში. პატრიარქი წარმოადგენს სიმბოლოს ჩვენი ეროვნული იდენტობის და გარკვეულწილად, სახელმწიფოებრიობის. ეკლესიის და პატრიარქის მიმართ ნასროლი ტალახი ისევ მის მსროლელს უბრუნდება და მომავალშიც დაუბრუნდებათ.

მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი საარჩევნო წელია და აქედან გამომდინარე უფრო მეტად არიან გააქტიურებული ანტისახელმწიფოებრივი შიდა და გარე ძალები. ვფიქრობ, უნდა ველოდოთ კიდევ სხვადასხვა ინსტიტუტებში შეთითხნილ სკანდალურ ამბებს. საარჩევნო პერიოდში ეს პროცესი არ ჩაცხრება. დღეს იერიში უწმინდესზეა მიტანილი, შემდეგ ალბათ ეს პროცესი სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდება და თან იქნება მცდელობები ხელისუფლებაზე გადაბრალების.

ეკლესიაში ციხის შიგნიდან გატყდომის მცდელობაც ისევ იქნება, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში მოკალათებულ ნიღბოსანთა მხრიდან ნიღბების ჩამოხსნას. მათი მეშვეობით და კიდევ სხვათა შეთითხნილ სკანდალურ ამბებს უნდა ველოდოთ და ამისთვის საზოგადოება მზად უნდა იყოს. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებზე. წმიდა სინოდის 31 ოქტომბრის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა განაყენეს. ყოფილი მღვდელმთავრის მტკიცებით, სინოდმა ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მან პატრიარქი "პიდარასტიაში, მამათმავლურ ცოდვაში" ამხილა.

კომენტარები